01ივნისი

საშუამავლო ღონისძიება: „From Ideas to Impact: Emerging Health Technologies in Action" - ნონა ჯანიკაშვილი

 NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტის ფარგლებში, რომელსაც გასცემს „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი მონაწილეობდა 1-2 ივნისს, ევროკავშირის კიბოს მისიისა (EU Mission on Cancer) და ინოვაციური ჯანდაცვის ინიციატივის (IHI) პრიორიტეტების ფარგლებში, ბრიუსელში გამართულ მასშტაბურ საშუამავლო ღონისძიებაში: „From Ideas to Impact: Emerging Health Technologies in Action“.

 ნონა ჯანიკაშვილმა საერთაშორისო აუდიტორიასა და წამყვან ევროპელ ექსპერტებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც ეხება ციფრული ჯანმრთელობისა და ზუსტი მედიცინის ინტეროპერაბელური ინფრასტრუქტურის შექმნას ინოვაციების ინკუბაციისთვის. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის თანამშრომლობას, რათა ცენტრალური ევროპა და გაფართოების ქვეყნები დააკავშიროს მედიცინის დარგში ინოვაციების აქსელერაციის, პილოტური პროექტების განხორციელების და ეფექტური კლინიკური იმპლემენტაციისთვის.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის, კვლევითი ცენტრისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობისა და Horizon Europe-ის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

საშუამავლო ღონისძიება: „From Ideas to Impact: Emerging Health Technologies in Action" - ნონა ჯანიკაშვილი