AI ხელსაწყოების გამოყენება კვლევასა და საგრანტო განაცხადის მომზადებისას
„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, ხელოვნური ინტელექტის სამდღიანი ტრენინგი საგრანტო პროექტების წერაში - AI Bootcamp for Proposal Writing: AI Tools for Grant Preparation, Proposal Writing and Research Communication - დასრულდა!
სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ, როგორ შეიძლება AI ხელსაწყოების ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი გამოყენება კვლევისა და საგრანტო განაცხადის მომზადების სხვადასხვა ეტაპზე.
ტრენინგი განკუთვნილი იყო ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო კვლევითი პროექტებისა და საგრანტო განაცხადების, მათ შორის „ჰორიზონტი ევროპას“ განაცხადების, მომზადებაში ან მხარდაჭერაში.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი ავი სტეიმანი, Academic Language Experts-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტრენინგი 22, 23 და 24 ივნისს ჩატარდა.
„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს ჩართულობისა და აქტიურობისთვის.






