16სექტემბერი

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

16 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული "მეცნიერების რეგიონული ფესტივალის-2026" ფარგლებში, "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნულმა ოფისმა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და მკვლევრებს პროგრამის მიმდინარე კონკურსები გააცნო.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა - ლევან ხეცურიანმა. მან ხაზი გაუსვა Horizon Europe - პროგრამის როლსა და მიზნებს, ასევე, იმ მხარდაჭერას, რასაც ეროვნული ოფისი სთავაზობს ქართველ მკვლევრებს საგრანტო პროექტებში მონაწილეობის პროცესში.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა ნიკოლოზ ვაჩაძემ და თამარ ბერბერაშვილმა აუდიტორიას გააცნეს:

🔹 ჯანმრთელობის მიმართულება (Cluster 1) - ამჟამად ღია კონკურსები და 2027 წლის სამომავლო შესაძლებლობები;

🔹 კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულება (Research Infrastructures) - შესაბამისი კონკურსები და მონაწილეობის შესაძლებლობები;

🔹კულტურა, კრეატიულობა და ინკლუზიური საზოგადოება(Cluster 2): მეორე კლასტერის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრეებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის: საერთაშორისო კონსორციუმებში ჩართვის მექანიზმებზე, პარტნიორების მოძიების სტრატეგიებსა და წარმატებული საპროექტო განაცხადის მომზადების სპეციფიკაზე.

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში