13ივნისი

ჰორიზონტი ევროპას თვინინგის (WIDERA) მიმართულებით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ქართული პროექტი - “ხელოვნური ინტელექტის დარგში დაკავშირებისა და თვინინგის ინიციატივა საქართველოში”

ჰორიზონტი ევროპას თვინინგის (WIDERA) მიმართულებით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ქართული პროექტი - “ხელოვნური ინტელექტის დარგში დაკავშირებისა და თვინინგის ინიციატივა საქართველოში”.

თვინინგის WIDERA მიმართულებით ქართული პროექტი (ID Project #101078950) დაფინანსდა. პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება, რომელიც ემსახურება ხელოვნური ინტელექტის განვითარებას საქართველოში.

 

პროექტი ითვალისწინებსნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტისინტეგრირებას ევროპულ კვლევებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. დასახული მიზნის მისაღწევად ინსტიტუტში დაგეგმილია: ხელოვნური ინტელექტის დარგის განვითარება, მათ შორის სამედიცინო და კერძოდ ფსიქიატრიის მიმართულებით; ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის შექმნა და მასში ახალგაზრდა მეცნიერების, მაგისტრანტებისა და დოქტონანტების მოზიდვა; ინსტიტუტის ჩართვა საერთაშორისო კვლევით პროექტებში, ევროპის კვლევებისა და ინოვაციების საზოგადოებასთან კავშირების შექმნა და გამყარება; შეიქმნება რეკომენდაციები ინსტიტუტის მართვის მექანიზმების ევროპულთან დაახლოების მიზნით, და სხვა.

 

პროექტის მხარდაჭერით, “ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტშიჩამოყალიბდა კვლევითი ჯგუფიხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია(MICM AI Lab) 25 მეცნიერის შემადგემლობით, რომელთა შორის 17 - ახალგაზრდა მკვლევარია. ინსტიტუტს მიეცა შესაძლებლობა დაწყებით კვლევით თანამდებობაზე მიეღო 3 ახალგაზრდა მკვლევარი. ლაბორატორიას 3 წლის განმავლობაში ექნება პროექტის სამეცნიერო, ინფრასტრუქტურული და ფინანსური მხარდაჭერა. შემდგომში იგეგმება ამ მიმართულებით შექმნილი სამეცნიერო პოტენციალის შენარჩუნება სახელმწიფოს ხელშეწყობით და/ან დაფინანსების სხვა წყაროების მოძიებით.

 

კვლევებში ჩართულ მეცნიერებს ექნებათ მჭიდრო სამეცნიერო კავშირი ევროპელ კოლეგებთან, ჩართული იქნებიან საერთაშორისო კვლევით პროექტებში. ეს ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის დარგის განვითარებას საქართველოში, რაც თავის მხრივ, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის განვითარებისთვის.

დაგეგმილია DFKI-INRIA- ერთობლივი, ფართომასშტაბიანი ევროპული პროექტის „MePheSTO“ კვლევებში ჩართვა და ანალოგიური კვლევების განვითარება საქართველოში. კვლევა მოიცავს სხვადასხვა სახის ფსიქიკური აშლილობის ციფრულ ფენოტიპირებას, რაც გულისხმობს ვიდეო და აუდიო მასალის (ექიმსა და პაციენტს შორის საუბრის ჩანაწერი) და ბიოსიგნალების მონაცემის ანალიზს და დამუშავებას ხელოვნური ინტელექტის, კერძოდ მანქანური სწავლების და ნეირონული ქსელების მეთოდების გამოყენებით. შეიქმნება ამ მიმართულების ქართული სამედიცინო კორპუსიც

ჰორიზონტი ევროპას თვინინგის (WIDERA) მიმართულებით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ქართული პროექტი - “ხელოვნური ინტელექტის დარგში დაკავშირებისა და თვინინგის ინიციატივა საქართველოში”