15ოქტომბერი

ღია კონკურსი #5: შეცვალე ციფრული სივრცე NGI Sargasso-სთან ერთად

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი NGI Sargasso, რომელიც აძლიერებს პარტნიორობას ევროპის, აშშ-სა და კანადის ინოვატორებსა და მკვლევრებს შორის, აცხადებს „ღია კონკურსს #5” აპლიკანტებისათვის ევროკავშირის წევრი და პროგრამასთან „ჰორიზონტი ევროპა” ასოცირებული ქვეყნებიდან, რათა ერთობლივად შექმნან ინტერნეტის მომავალი.

ქოლის მთავარი გამოწვევებია:

• მდგრადი ციფრული ინფრასტრუქტურა კონტინენტებზე;

• ჰარმონიზებული ტრანსატლანტიკური ციფრული მმართველობა;

• ინკლუზიური საჯარო ციფრული სივრცეები გლობალური საზოგადოებების ჩართულობისათვის;

• მონაცემთა გაუმჯობესებული უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა ტრანსკონტინენტური პერსპექტივიდან;

• ურთიერთთანამშრომლობა და სტანდარტიზაცია საზღვრებს მიღმა;

• ახალი თაობის კიბერუსაფრთხოება და გენერაციული AI;

• ახალი თაობის კოსმოსური ინტერნეტი;

• ინტერნეტ არქივირება;

• ღია გამოწვევები.

განაცხადის დეტალები:

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 25 ნოემბერი.

პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 100 000€

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://ngisargasso.eu/eu-applicants-oc5/

ღია კონკურსი #5: შეცვალე ციფრული სივრცე NGI Sargasso-სთან ერთად