26მარტი

საქართველოს წარმომადგენლები 3-დღიან სასწავლო ვიზიტზე იტალიის ეროვნული კვლევების საბჭოს (CNR) ცენტრში

2025 წლის 18-21 მარტს, იტალიაში, ქალაქ რენდეში, იტალიის ეროვნული კვლევების საბჭოს (CNR) ცენტრში ჩატარდა თემატური 3-დღიანი სასწავლო ვიზიტი, რომელზე დასასწრებად სამოგზაურო გრანტი NCP_WIDERA.NET პროექტის ფარგლებში, „ჰორიზონტი ევროპასეროვნულმა ოფისმა გასცა.

საქართველოდან კონკურსის გზით შეირჩა და წარგზავნილ იქნა შემდეგი კანდიდატები:

ნათია ბარბაქაძე - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, თსუ/პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის, ქიმური ეკოლოგიის ლაბორატორია

ნიკოლოზ ვაჩაძე - ასისტენტ პროფესორი, ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ვიზიტის შინაარსი მოიცავდა კვლევებზე დაფუძნებული ორგანიზაციების საქმიანობის უკეთ გაცნობას, საერთაშორისო პარტნიორობების ჩამოყალიბების მექანიზმებსა და კვლევის ადმინისტრაციის საკითხებს. ვიზიტი ემსახურებოდა თანამედროვე მემბრანული მასალებისა და ტექნოლოგიების, ამ მიმართულებით უახლესი კვლევებისა და ტექნოლოგიური მიღწევების, ასევე მიმდინარე გლობალური ტენდენციების უკეთ გაცნობასა და გამოყენების სფეროს გაფართოებას, პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა და მიმოცვლას. ვიზიტის ფარგლებში, მასპინძელმა ორგანიზაციამ წარადგინა ინსტიტუტის საქმიანობა, მისი კვლევითი მისია და მიმდინარე პროექტები. ასევე, გაიმართა პარალელური მრგვალი მაგიდის დისკუსიები მემბრანული ტექნოლოგიების როლზე ჯანმრთელობის, კვების, წყლისა და ენერგეტიკის სფეროებშიმიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს დამსწრეთა მშობლიურ ორგანიზაციებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.

საქართველოს წარმომადგენლები 3-დღიან სასწავლო ვიზიტზე იტალიის ეროვნული კვლევების საბჭოს (CNR) ცენტრში