19თებერვალი

Successful R&I in Europe 2026 – 13th European Networking Event - თეონა ძაგნიძე

19-20 თებერვალს, დუსელდორფი (გერმანია) გამართულ საშუამავლო ღონისძიებაში Successful R&I in Europe 2026 – 13th European Networking Event - მონაწილეობა მიიღო საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეონა ძაგნიძემ.

თეონა ძაგნიძემ, ჯანმრთელობის კლასტერის ფარგლებში, გამოკვეთა ის თემები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და ეხებოდა :

✔ არაგადამდები დაავადებების მართვის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, პაციენტზე ორიენტირებულ მოდელებს;

✔ ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტის სანდო, ეთიკურ და რეგულაციებთან შესაბამის გამოყენებას;

✔ ციფრული ჯანდაცვის ტექნოლოგიების სისტემურ გავლენას, შეფასებასა და მასშტაბირებას.

მონაწილეობის ფარგლებში დაიწყო ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი — კონსორციუმის ფორმირების პროცესი და დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები Horizon Europe-ის საგრანტო განაცხადზე ერთობლივი მუშაობის დასაწყებად, რაც გულისხმობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ჯანმრთელობის მიმართულებით.

Successful R&I in Europe 2026 – 13th European Networking Event - თეონა ძაგნიძე