20თებერვალი

Successful R&I in Europe 2026 – 13th European Networking Event - ეკა პაატაშვილი

19-20 თებერვალს, დიუსელდორფში (გერმანია) გამართულ საშუამავლო ღონისძიებაში Successful R&I in Europe 2026 – 13th European Networking Event — მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ეკა პაატაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში მან წარადგინა მოხსენება პროექტის კონცეფციაზე: „From Innovation to Value: Identifying and Reducing Low-Value Care in Transforming Health Systems“.

პრეზენტაცია შეეხო ჯანდაცვის სისტემების ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ხაზი გაუსვა მართვის ჰოლისტიკური მიდგომის საჭიროებას იმ რისკების შესამცირებლად, რომლებიც ციფრულმა ტექნოლოგიებმა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებმა შესაძლოა უნებლიედ შექმნან ჯანდაცვის ფრაგმენტულ სისტემაში.

✔️ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, კვლევით ორგანიზაციებთან და ტექნოლოგიური განვითარების ჰაბებთან შედგა შეხვედრები, სადაც მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა და კოლაბორაცია Horizon Europe-ის ფორმატში.

Successful R&I in Europe 2026 – 13th European Networking Event - ეკა პაატაშვილი