20მარტი

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე აგრარულ უნივერსიტეტში

20 მარტს, აგრარულ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა ლევან ხეცურიანმა, ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა გახსნა, რის შემდეგაც მან დეტალურად ისაუბრა: ოფისის ფუნქცია-მოვალეობებზე, პროექტების მომზადების რეკომენდაციებსა და ეროვნული საკონტაქტო პირების (NCP) როლსა და სხვა ტექნიკურ საკითხებზე.

საინფორმაციო დღის ფარგლებში ასევე წარდგენილი იყო:

🔹„ინოვაციური ევროპა“: ანა გოლეთიანმა მიმოიხილა 2026 წლის გამოწვევები და დაფინანსების შესაძლებლობები.

🔹კლასტერი 6: მაკა ჟორჟოლიანმა მონაწილეებს გააცნო 2026 წლის კონკურსები საკვების, ბიოეკონომიკის, ბუნებრივი რესურსების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს მიმართულებით.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე აგრარულ უნივერსიტეტში