03აპრილი

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში

3 აპრილს, „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მკვლევარებისთვის საინფორმაციო დღე ჩატარდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გაცნობას.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა პროგრამის ძირითადი მიმართულებები და 2026 წლის კონკურსები:

🔹სურსათი, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და გარემო: მე-6 კლასტერის პრიორიტეტები და მიმდინარე კონკურსები მიმოიხილა ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, მაკა ჟორჟოლიანმა.

🔹კულტურა, კრეატიულობა და ინკლუზიური საზოგადოება: მეორე კლასტერის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა თამარ ბერბერაშვილმა.

🔹მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA): პოსტსადოქტორო კვლევების, სადოქტორო ქსელებისა და ერთობლივი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია თეონა მაისურაძემ წარადგინა.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო დისკუსიასა და შეჯამებას, სადაც დამსწრეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები და პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში