27აპრილი

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

27 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების გაცნობას.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს:

კახაბერ კორძაიამ — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა.

ლევან ხეცურიანმა — „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა.

სესილი გოგიბერიძემ — სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა.

მათ ხაზი გაუსვეს პროგრამის მნიშვნელობასა და იმ მხარდაჭერის მექანიზმებს, რომლებსაც ეროვნული ოფისი სთავაზობს ქართველ მკვლევარებს.

საინფორმაციო დღის ფარგლებში ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა (NCPs) დამსწრე აუდიტორიას დეტალურად გააცნეს შემდეგი მიმართულებები:

🔹მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA)

თეონა მაისურაძემ განიხილა პოსტსადოქტორო კვლევების, სადოქტორო ქსელების აქტივობებისა და ერთობლივი სადოქტორო პროგრამების სპეციფიკა.

🔹WIDERA (Widening, ERA)

ნინო როდონაიამ მიმოიხილა WIDERA-ს 2026 წლის კონკურსები: მონაწილეობის გაფართოებისა და ევროპული კვლევითი სივრცის პრიორიტეტები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები და ამომწურავი პასუხები დასმულ შეკითხვებზე.

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში