30აპრილი

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში

30 აპრილს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა როგორც პროგრამის პრიორიტეტების გაცნობას, ისე უნივერსიტეტის სამეცნიერო და კლინიკური პოტენციალის გარდაქმნას ქმედით, საერთაშორისო პროექტებად.

მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას მიმართეს რექტორმა, გიორგი ბარკალაიამ და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა. უნივერსიტეტის ხედვასა და სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ისაუბრეს NVU-ს დამფუძნებელმა, პროფესორმა დავით კერესელიძემ და სტრატეგიული განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის კომიტეტის აღმასრულებელმა მენეჯერმა, თინათინ გაბრიჩიძემ.

ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა აუდიტორიას დეტალურად გააცნეს პროგრამის ძირითადი მიმართულებები:

სამეცნიერო ბრწყინვალება (ERC, MSCA);

გლობალური გამოწვევები (ჯანმრთელობა, კულტურა, მწვანე ტრანსფორმაცია);

ინოვაციური ევროპა.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო თემატურ სამუშაო შეხვედრებს, სადაც NVU-ს აკადემიურმა პერსონალმა და ეროვნული ოფისის ექსპერტებმა კონკრეტული მიმართულებებით პროექტების დაგეგმვაზე იმსჯელე

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში