"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში
7 მაისს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღე გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა აკადემიის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის პროგრამის შესაძლებლობების გაცნობას.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა.
საინფორმაციო დღის ფარგლებში :
თამარ ბერბერაშვილმა დეტალურად მიმოიხილა მესამე კლასტერი — „სამოქალაქო უსაფრთხოება საზოგადოებისთვის“.
თეონა მაისურაძემ ისაუბრა მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობებზე, მათ შორის პოსტსადოქტორო კვლევებზე, სადოქტორო ქსელებსა და ერთობლივ პროგრამებზე.
ნინო როდონაიამ აუდიტორიას გააცნო მონაწილეობის გაფართოებისა და ევროპული კვლევითი სივრცის (WIDERA) 2026 წლის მიმდინარე და 2027 წლის დაგეგმილი კონკურსები. ასევე ყურადღება გაამახვილა Hop-on Facility-ის შესაძლებლობებზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები და პასუხები დასმულ კითხვებზე.






