15მაისი

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში

15 მაისს, ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღეს უმასპინძლა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის მიმდინარე წლის საგრანტო კონკურსებისა და დაფინანსების შესაძლებლობების გაცნობას მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

ღონისძიება მისალმებითი სიტყვით გახსნეს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის რექტორმა, გოჩა თუთბერიძემ და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა.

საინფორმაციო დღის ფარგლებში, ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს სხვადასხვა მიმართულების მიმდინარე გამოწვევები და დაფინანსების გზები:

მაკა ჟორჟოლიანმა (მე-5 და მე-6 კლასტერების ეროვნული საკონტაქტო პირი) მიმოიხილა მე-6 კლასტერის (კლიმატი, ენერგია და მობილობა) მიმდინარე წლის ქოლები;

ნიკა ვაჩაძემ (ეროვნული საკონტაქტო პირი ინფრასტრუქტურების მიმართულებით) წარადგინა ჯანმრთელობის კლასტერის მიმდინარე წლის გამოწვევები;

თეონა მაისურაძემ (მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ეროვნული საკონტაქტო პირი) ისაუბრა პოსტსადოქტორო კვლევების, სადოქტორო ქსელებისა და ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შესახებ;

ანა გოლეთიანმა (ევროპული ინოვაციების საბჭოს, ევროპული ინოვაციების ეკოსისტემის, ინოვაციების, ტექნოლოგიების ევროპული ინსტიტუტისა და NEB4All ეროვნული საკონტაქტო პირი) ყურადღება გამახვილა „ინოვაციური ევროპა“ - 2026 წლის შესაძლებლობებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში