15ივნისი

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

15 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო დღეს უმასპინძლა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი მკვლევრებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ევროპული დაფინანსების ახალი შესაძლებლობების გაცნობას.

 ღონისძიების ფარგლებში ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა დამსწრე აუდიტორიას დეტალურად წარუდგინეს შემდეგი აქტუალური მიმართულებები:

ჯანმრთელობის კლასტერი: ნიკოლოზ ვაჩაძემ მიმოიხილა მიმდინარე წლის ღია ქოლები და სამედიცინო სფეროსთვის არსებული პრიორიტეტები;

მარი სკლადოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA): თეონა მაისურაძემ ისაუბრა პოსდოქტორანტების გრანტებზე, სადოქტორო პროგრამების ქსელებსა და თანამშრომელთა გაცვლის პროგრამებზე;

COST ასოციაცია: ნათია გაბიტაშვილმა მონაწილეებს გააცნო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ქსელებში ჩართვის გზები;

ინოვაციური ევროპა: ანა გოლეთიანმა მიმოიხილა 2026 წლის კონკურსები, ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC), ინოვაციების ეკოსისტემების დაფინანსების მექანიზმები;

WIDERA (Widening, ERA): ნინო როდონაიამ ისაუბრა მონაწილეობის გაფართოებისა და ევროპული კვლევითი სივრცის 2026 - 2027 წლის კონკურსებზე.

დამსწრეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები საპროექტო განაცხადების მომზადებისა და ევროპელ პარტნიორებთან კოლაბორაციის შესახებ

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში