ხუთდღიანი ტრენინგი „საგრანტო პროექტის მომზადება და მართვა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“
ხუთდღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე ხელსაწყოების პრაქტიკულ, პასუხისმგებლიან და ეთიკურ გამოყენებას, განსაკუთრებული აქცენტით „ჰორიზონტი ევროპის“ საპროექტო განაცხადების მომზადებისა და პროექტების მართვის პროცესში.
ტრენინგი განკუთვნილი იყო მკვლევრების, აკადემიური პერსონალის, კვლევის მენეჯერების, საგრანტო ოფისების თანამშრომლებისა და საერთაშორისო საგრანტო შესაძლებლობებით დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და საგრანტო განცხადების, მათ შორის „ჰორიზონტი ევროპას“ განაცხადების მომზადებაში ან მხარდაჭერაში.
ტრენინგის ძირითადი თემები მოიცავდა:
→ AI-ის გამოყენების შესაძლებლობები, ევროკომისიის რეკომენდაციები და ეთიკური პრინციპები;
→ ChatGPT-ის, Claude-ის და სხვა AI ხელსაწყოების პრაქტიკული გამოყენება;
→ AI-ის დახმარებით საპროექტო განაცხადების მომზადება, მიზნების, მოსალოდნელი შედეგებისა და გავლენის (Impact) განსაზღვრა;
→ სამუშაო პაკეტების, შედეგების, ეტაპებისა და პროექტის სამუშაო გეგმის შემუშავება;
→ AI-ის გამოყენებით საგრანტო განაცხადების შეფასება, გაუმჯობესება და დაფინანსებული პროექტების მართვა;
→ პროგრამა აერთიანებდა თეორიულ განხილვებს და პრაქტიკულ დემონსტრაციებს.
ტრენინგს უძღვებოდა დოქტორი ლუკა ქემოკლიძე- საქართველოს კვლევისა და ინოვაციების ინსტიტუტის (GIRI) დირექტორი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტრენინგი 2-6 ნოემბერს ჩატარდა, რომელზეც რეგისტრირებული იყო 360 მონაწილე. ტრენინგს როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ 160 მონაწილე დაესწრო.






