29სექტემბერი

,,ჰორიზონტი ევროპა'' ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენციაზე ,,ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები''

29 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები".

აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო საგანმანათლებლო ტენდენციათა სწრაფი ცვლილებების გამო ამ ცვლილებებში ქართველ ახალგაზრდათა ჩართვის ხელშეწყობა და მათთვის მოტივაციის ამაღლება, გახდნენ გლობალური სამყაროს ნაწილი.

კონფერენციაზე ,,ჰორიზონტი ევროპა'' წარსდგა, როგორც კვლევებისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებას კვლევებისა და ინოვაციების სფეროში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ცოდნის, ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გზით.

კონფერენციაზე ერთ-ერთ სპიკერად ,,ჰორიზონტი ევროპა'' ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, ლევან ხეცურიანი წარსდგა. მან ახალგაზრდებს მეცნიერებაში მოღვაწეობის პერსპექტივები და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობები წარუდგინა.
 

,,ჰორიზონტი ევროპა'' ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენციაზე ,,ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები''