''ჰორიზონტი ევროპის'' ეროვნული ოფისის ვიზიტი აბრეშუმის მუზეუმში
31 ოქტომბერს ''ჰორიზონტი ევროპის’’ ეროვნული ოფისი ეწვია აბრეშუმის მუზეუმს, სადაც ''ჰორიზონტი ევროპის’’ მიერ დაფინანსებული პროექტი ARACNE-ს ფარგლებში, აბრეშუმის მდიდარი ისტორიის, მეაბრეშუმეობისა და მეთუთეობის პრაქტიკების შესახებ გამოფენაა წარმოდგენილი. პროექტი ევროპული აბრეშუმის წარმოების კულტურულ მემკვიდრეობასა და მის შენარჩუნებას შეეხება.
გამოფენა ერთგვარი ქრონოლოგიური გზამკვლევია იმ სამეცნიერო მიმართულებებისა, რომლებმაც მე-20 საუკუნეში საქართველოს ინდუსტრიული ლანდშაფტი ჩამოაყალიბა. ექსპონატები პადუას მეაბრეშუმეობის სადგურიდან საუკუნის წინანდელ ხელით შესრულებულ ინფოგრაფიკას, საბჭოთა პერიოდში 1950-იან წლებში შექმნილ აგიტაციურ პლაკატებს, ილუსტრაციებსა და სხვა თემატურ მასალებს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მომზადდა ''ჰორიზონტი ევროპის'' ეროვნული ოფისის აქტიური მხარდაჭერით და დაფინანსებულია ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში.
პროექტი ARACNE-ს დეტალურად გასაცნობად, იხილეთ ვებგვერდი: