"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე აგრარულ უნივერსიტეტში
20 მარტს, აგრარულ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრა ლევან ხეცურიანმა, ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა გახსნა, რის შემდეგაც მან დეტალურად ისაუბრა: ოფისის ფუნქცია-მოვალეობებზე, პროექტების მომზადების რეკომენდაციებსა და ეროვნული საკონტაქტო პირების (NCP) როლსა და სხვა ტექნიკურ საკითხებზე.
საინფორმაციო დღის ფარგლებში ასევე წარდგენილი იყო:
„ინოვაციური ევროპა“: ანა გოლეთიანმა მიმოიხილა 2026 წლის გამოწვევები და დაფინანსების შესაძლებლობები.
კლასტერი 6: მაკა ჟორჟოლიანმა მონაწილეებს გააცნო 2026 წლის კონკურსები საკვების, ბიოეკონომიკის, ბუნებრივი რესურსების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს მიმართულებით.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.






