09ივლისი

„ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო დღე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში

9 ივლისს „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო დღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და დაინტერესებული პირებისთვის პროგრამის მიმდინარე კონკურსებისა და გამოწვევების დეტალური გაცნობა.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა . მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო საგრანტო პროექტებში საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ინტეგრირებისა და უნივერსიტეტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა მიმართულებით:

🔹კონკურსები მე-2 კლასტერის მიმართულებით (კულტურა, კრეატიულობა, ინკლუზიური საზოგადოება): თამარ ბერბერაშვილმა (მე-2, მე-3 და მე-4 კლასტერების ეროვნული საკონტაქტო პირი) დეტალურად განიხილა აღნიშნული მიმართულების პრიორიტეტები და მიმდინარე გამოწვევები.

🔹მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA): თეონა მაისურაძემ (ეროვნული საკონტაქტო პირი) ისაუბრა პოსტსადოქტორო კვლევების, სადოქტორო ქსელების აქტივობებისა და ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დაფინანსების მექანიზმებზ

🔹ინოვაციური ევროპა“ – 2026 წლის გამოწვევები: ანა გოლეთიანმა (ევროპული ინოვაციების საბჭოს, ეკოსისტემის, ტექნოლოგიების ევროპული ინსტიტუტისა და NEB4All ეროვნული საკონტაქტო პირი) დამსწრეებს გააცნო ამ მიმართულებით არსებული დაფინანსების ახალი შესაძლებლობები.

💬საინფორმაციო დღე ინტერაქტიულ რეჟიმში დასრულდა. დამსწრეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს დასმულ საკითხებზე, როგორიცაა საერთაშორისო კონსორციუმების ჩამოყალიბება და მასში ქართველი მკვლევრებისა და ინსტიტუციების ჩართულობა, ევროპელი პარტნიორების მოძიების სტრატეგიები და გლობალურ სამეცნიერო ეკოსისტემაში საქართველოს როლის გაძლიერება.

„ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო დღე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში